კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი „ბოლნისი“, ნინო დვალიშვილის ხელმძღვანელობით, ქალაქ ბათუმში მე-8-ე საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსში „ოქროს არგო-2023-ში“ მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულ ფესტივალზე შემოქმედებითი კოლექტივები მონაწილეობენ როგორც საქართველოდან, ასევე უცხოეთიდან. ქართულ კულტურასა და ეროვნულ ფოლკლორს, სხვადასხვა რეგიონიდან საუკეთესო ჯგუფები საქართველოს წარადგენენ.
ნინო დვალიშვილი, კულტურის სახლთან არსებული ანსამბლ „ბოლნისის“ ხელმძღვანელი:
-ფესტივალ-კონკურსზე „ოქროს არგო-2023“, რომელიც ბათუმში, სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, 30 ივნისს გაიმართება, 2 სიმღერით წარვსდგებით კომპეტენტური ჟიურისა და მაყურებლის წინაშე. იმერული-ცხენოსნური, ქართლ-კახური „მოდი აქ დაჯე შვილო-ცანგალა“, მონაწილეობას იღებს 50 ბავშვი, ყველა ასაკის 7-დან 17 წლის ჩათვლით. წარმატების და დიდი სიხარულის მოლოდინები გვაქვს. კიდევ ერთხელ გაჟღერდება ჩვენი ულამაზესი ბოლნისის სახელი, ეს არის ფესტივალი, სადაც ბოლნისელებს ყოველთვის დიდი სიყვარულით ელიან.
ქალაქ ბათუმში საერთაშორისო რიგით მე-14-ე ტურნირზე, სპორტულ სამეჯლისო ცეკვებში “BATUMI OPEN -2023-ში“ მონაწილეობას იღებენ ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული სპორტული კლუბი „პრესტო“-ს მოცეკვავეები. როგორც ქორეოგრაფი და მწვრთნელი გოჩა ხელიძე აღნიშნავს: „ამა წლის 29-30 ივნისს და 1-2 ივლისს, ქალაქ ბათუმში საერთაშორისო ფესტივალზე ვართ მიწვეულები, სადაც მონაწილეობენ მსოფლიოსა და კავკასიის მოცეკვავე ათლეტები, მათ შორის კულტურის სახლთან არსებული სპორტული კლუბის „პრესტოს“ მოცეკვავე სპორტსმენები. აღნიშნულ ტურნირში სტუდია „პრესტო“ მეექვსე წელია მონაწილეობს, საიდანაც არა ერთი ჯილდოთი დავბრუნდით“.