27 ოქტომბერი – მასწავლებლის ეროვნული დღეა

0
120

საქართველოში მასწავლებლის ეროვნული დღე დაწესდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, მასწავლებლების დღის თარიღად 27 ოქტომბერი – იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე შეირჩა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, თარიღთან დაკავშირებით, “საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღვაწლმოსილ პედაგოგებს ყოველწლიური პრემია გადაეცემათ.

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით დღეს – 27 ოქტომბერს, 20:00 საათზე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრში მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

,,ძვირფასო პედაგოგებო, გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს და მთელი გულით წარმატებებსა და წინსვლას გისურვებთ!

მადლობა მინდა, გითხრათ თითოეულ თქვენგანს თავდაუზოგავი შრომისა და პროფესიონალიზმისთვის. თქვენ ხომ ასე ერთგულად ემსახურებით საქვეყნო მნიშვნელობის საქმეს!

კიდევ ერთხელ, მინდა, დაგიდასტუროთ უდიდესი პატივისცემა და ურყევი მხარდაჭერა. მე ყოველთვის ვიდგები თქვენს გვერდით და ყველაფერს გავაკეთებ მასწავლებლების შრომის ღირსეულად დაფასებისთვის”-აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა.

წინა სტატიაბოლნისის, ქუთაისისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებმა ჰოლანდიელ კოლეგებთან ერთად მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებაზე დაიწყეს მუშაობა
შემდეგი სტატიაყოველთვის მახსენდება ჩემი დირექტორი- გიორგი ჯაყელი-განათლებული, ნიჭიერი,მოსიყვარულე

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ