25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისო დღეა

0
201

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბოლნისის მუზეუმში, ახალგაზრდები ადამიანის უფლებებისთვის კამპანიის ფარგლებში, „ახალგაზრდები ქალთა ძალადობის წინააღმდეგ“ საჯარო გამოსვლის ჩემპიონატი გაიმართა. მონაწილე მომხსენებლებმა განიხილეს ქალთა მიმართ ძალადობის გამომწვევი მიზეზები, საფრთხეები და შედეგები, რის შემდეგაც სპეციალურად მოწვეულმა ჟიურიმ თითოეული მონაწილე  შეაფასა,  პროექტის გამარჯვებული ახალგაზრდები გამოავლინა და სერთიფიკატები გადასცა.

დღევანდელი ღონისძიება იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლის ბაზაზე არსებული სამოქალაქო განათლების კლუბის „ცვლილებების პიკი“ of changes მიერ განხორციელდა, რომლის მიზანია, გაანალიზდეს ქალთა მიმართ ძალადობის საფრთხეები და პრევენციული მექანიზმები.

წინა სტატიასაგრანტო პროექტების პრეზენტაცია
შემდეგი სტატიასაქართველოს მთავრობა უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას, რომელიც ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით იმართება