22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა

0
168

ბოლნისის საბავშვო ბიბლიოთეკამ  დედამიწის საერთაშორისო დღე მკითხველებთან ერთად სხვადასხვა აქტივობით აღნიშნა.

ისაუბრეს გარემოს დაცვაზე, უყურეს ანიმაციურ ფილმებს ეკოლოგიაზე და ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე სიმბოლურად, ნერგიც დარგეს.

დედამიწის დღე 1970 წლიდან აღინიშნება. ეს დღე ამერიკელმა სენატორმა გეოლორდ ნელსონმა მას შედეგ დააარსა, რაც სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობი დაიღვარა, ოკეანე დაბინძურდა და წყლის ბინადრები დაიხოცნენ.

ეს დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველ წელს მსოფლიოს ორასამდე ქვეყნის ათასობით ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

 საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებით აღნიშნავს.

წინა სტატიაქორეოგრაფიული ანსამბლი ,,სიონი’’68 წლისაა
შემდეგი სტატიაბოლნისის მუნიციპალიტეტში კოლხური ხოხობი და კაკაბი გაუშვეს

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ