პარასკევი, მარტი 29, 2024
spot_img
Homeინტერვიუბოლნისში აგვისტოს ომის გმირები გაიხსენეს

ბოლნისში აგვისტოს ომის გმირები გაიხსენეს

საქართველო 2008 წელს რუსეთის ინტერვენციის შედეგად დაღუპულ გმირებს იხსენებს. აგვისტოს ომს 170 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა, მათ შორის სამი მებრძოლი ბოლნისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი იყო. მუნიციპალიტეტის მერმა პირველ მოადგილესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად  სოფელ დისველში, რატევანსა და ტანძიაში გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და საფლავები გვირგვინით შეამკო.

 აგვისტოს ომის გმირებს, ნოდარ დევნოზაშვილს, ასლან შაინიძესა და საბა დადვანს, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაიღუპნენ, პატივი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსმაც მიაგო.

14 წლის წინ, რუსეთის აგრესიას 228 მშვიდობიანი მოქალაქის, 170 სამხედრო მოსამსახურის, 14 პოლიციელის და სამი ჟურნალისტის სიცოცხლე ემსხვერპლა, 30 ათასამდე მოქალაქე კი საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა. საქართველოს ტერიტორიების 20% დღემდე ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

RELATED ARTICLES

Most Popular

Recent Comments