21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა

0
134

„ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“ – მიმდინარე წელს,  ამ სლოგანით აღინიშნება, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე. მსოფლიოს არა ერთ ქვეყანაში, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა ღონისძიებები იმართება. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსთან იროდი უგრეხელიძესთან ერთად, საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის სოციალურ საწარმო „ბაბალეს“ მიერ წარმოებული ჭრელი წინდებითა და ტკბილეულით,  ბოლნისის სარეაბილიტაციო-საგანმანათლებლო  ცენტრის „განთიადის“ ბენეფიციარებს მიულოცეს და ტრადიციულად, სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ 21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა და მისი მიზანია, საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია დაავადების შესახებ, მოხდეს დაავადებულთა უფლებების დაცვა და მათი მონაწილეობა აქტიურ ცხოვრებაში.

წინა სტატიანოვრუზ ბაირამის დღისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი ფეხბურთში
შემდეგი სტატიაბოლნისში დაკარგული 9 წლის ბავშვი ნაპოვნია

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ