2024 წლიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების პროგრამა ამოქმედდება

0
156

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისათვის“ ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სამუშაო შეხვედრას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, მოადგილე ვალენტინა ნავერიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ახლადშემუშავებული პროგრამის „ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების პროგრამა – ახალგაზრდების, თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმება“ დეტალები განიხილეს. პროექტის ფარგლებში, შეიქმნა მრავალაქტორული სამუშაო ჯგუფი, რომელმაც ექსპერტების ჩართულობით შეიმუშავა 16-29 წლამდე ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების პროგრამა. პროექტს ევროკავშირის დაფინანსებით, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი ახორციელებს.

წინა სტატიაპაპილომა ვირუსის ვაქცინაციასთან დაკავშირებით ასაკობრივი ზღვარი გაიზარდა
შემდეგი სტატიაგიგი მეშველიანი: „დმანისობის“ დღესასწაული არის ერთიანობის, მეგობრობისა და ტოლერანტობის ნათელი მაგალითი

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ