ოთხშაბათი, მაისი 1, 2024
spot_img

2024 წლიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების პროგრამა ამოქმედდება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისათვის“ ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სამუშაო შეხვედრას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, მოადგილე ვალენტინა ნავერიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ახლადშემუშავებული პროგრამის „ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების პროგრამა – ახალგაზრდების, თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმება“ დეტალები განიხილეს. პროექტის ფარგლებში, შეიქმნა მრავალაქტორული სამუშაო ჯგუფი, რომელმაც ექსპერტების ჩართულობით შეიმუშავა 16-29 წლამდე ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების პროგრამა. პროექტს ევროკავშირის დაფინანსებით, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი ახორციელებს.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები