ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2022-23 სასწავლო წლის, 65 წარჩინებულ კურსდამთავრებულს, საზეიმო ვითარებაში მედლები და დიპლომები გადაეცათ.
ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, 54 ოქროსა და 11 ვერცხლის მედალი გაიცა.
დაჯილდოების ცერემონიალის დაწყებამდე, რესურსცენტრის ხელმძღვანელმა იამზე სვანიძემ, სასკოლო საზოგადოებას, კერძოდ მოსწავლეებს, დიდი შრომის შედეგად მიღწეული წარმატებები მიულოცა და სასწავლო წლის მიმდინარე პროცესები შეაჯამა. დაჯილდოების ღონისძიება მერიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა, რომელსაც სასკოლო საზოგადოებასთან ერთად, საქართველოს პარლამენტის წევრი დავით შერაზადიშვილი და მერის მოვალეობის შემსრულებელი ბუბა გობეჯიშვილი ესწრებოდნენ.