2021 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტმა სოციალურად დაუცველ და მოწყვლადი კატეგორიის 85 ოჯახს სახლის სახურავები სრულად შეუცვალა

0
194

2021 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტმა სოციალურად დაუცველ და მოწყვლადი კატეგორიის 85 ოჯახს სახლის სახურავები სრულად შეუცვალა
ბოლნისის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად სოციალურად დაუცველ და მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს სახლის დაზიანებულ სახურავებს უცვლის. 2021 წელს ამ პროგრამით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 85-მა სოციალურად დაუცველმა ოჯახმა ისარგებლა. 
სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სახლის სახურავების შეცვლის სამუშაოებისთვის 2021 წელს მუნიციპალიტეტმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 397 557 ლარი გამოყო. 
აღსანიშნავია, რომ 2016-2021 წლებში, საერთო ჯამში, ბოლნისის მუნიციპალიტეტმა დაზიანებული სახლის სახურავები სოციალურად დაუცველ და მოწყვლადი კატეგორიის 299 ოჯახს შეუცვალა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 044 506 ლარი დაიხარჯა.

წინა სტატიაბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესში ცვლილებები შევიდა
შემდეგი სტატიაუწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება უქმდება