19 დეკემბერი წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეა

0
226

19 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა-ლოცვა საქართველოში მოქმედ ყველა ეკლესია მონასტერში შესრულდება.ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 19 დეკემბერი – წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების, 22 მაისი კი – ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმიდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა.

წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმიდანს ქართული ეკლესია შეავედრა. საქართველოში წმიდა ნიკოლოზის სახელზე მრავალი ტაძარია აგებული.

წინა სტატიაარემჯიში სამთოელის დღე აღინიშნება
შემდეგი სტატიამეპურე ქალის აფხაზეთში დაბრუნების გაუნელებელი ოცნება