17 წელი სცენაზე და არც ერთი დღე ცეკვის გარეშე. დიპლომები, ჯილდოები და მაყურებლის დიდი სიყვარული, ეს ბოლნისელი ლევან ადეიშვილის ცხოვრების რუტინაა. პროფესიული სირთულეების, ტრავმებისა და ვარჯიშის დროს დათენებული დღეების მიუხედავად ქორეოგრაფია მისთვის უპირველესია, რომელსაც არასდროს და არაფრის ფასად გაცვლის. ლევან ადეიშვილმა ცეკვა 8 წლის ასაკში ქორეოგრაფ ბესიკ ტოგონიძესთან დაიწყო, როგორც თავად ამბობს პედაგოგის დიდი გავლენა და დამოკიდებულება გახდა მისი მოტივატორი, გამხდარიყო კარგი მოცეკვავე. ლევანმა ბოლნისის შემდეგ ცეკვა თბილისში ანსამბლ ,,დაფიონში’’ გააგრძელა, პარალელურად სწავლობდა თეატრალურ აკადემიაში, ახალგაზრდა მოცეკვავემ ძალები სუხიშვილების აკადემიაშიც მოსინჯა, სადაც გატარებული 2 წელი, ცხოვრების ბოლომდე ტკბილ მოგონებად დარჩება, სუხიშვილების შემდეგ იყო საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ანსამბლის სოლისტი. 2021 წელს, ჩვენმა რესპოდენტმა, რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის, ქართული დიასპორიდან კერძოდ, ნიკოლოზ ქუთათელაძისგან მიიღო შემოთავაზება, გამხდარიყო ინტერნაციონალურ ანსამბლ ,,ლილეს’’ მთავარი ქორეოგრაფი, სადაც კავკასიელ ბავშვებს ქართულ კულტურასა და ისტორიას, ჩვენი ეროვნული ნაციონალური ცეკვებით გააცნობდა. ლევანი დათანხმდა შემოთავაზებას და პროფესიას დღემდე ქ. კალუგაში აგრძელებს. სირთულეების მიუხედავად, მოსწავლეებთან ინდივიდუალური მიდგომებით, თვლის, რომ დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად ასრულებს და საზღვრებს გარეთ ჩვენი ქვეყნის კულტურას, ისტორიას, ტრადიციას და პატრიოტიზმს ქორეოგრაფიითა და ინპროვიზირებული შესრულებით აცნობს.