2014 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა. ,,ოჯახი სახელმწიფოს და კაცობრიობის საფუძველია, თუ ოჯახები იქნებიან მყარი, მყარი და შეუდრეკელი იქნება სახელმწიფოც”, — განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დღესასწაულის გამოცხადების დღეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში, 12 საათზე, აღევლინება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი, ასევე ჩოხოსანთა სადროშოს ორგანიზებით ტარდება საყოველთაო ჯვრისწერები. ამასთან დაკავშირებით დღეს ბოლნისის საკათედრო ტაძარში 7 წყვილი დაიწერს ჯვარს.
პოპულარული სიახლეები
გოგი მეშველიანი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაულს „გარისობა 2023“ დაესწრო
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბოლნისის,დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი, გოგი მეშველიანითეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაულს „გარისობა 2023“ დაესწრო.ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებითი...