ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
spot_img

გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ანსამბლ „ბოლნელის“ წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტში, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან და თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად  ქორეოგრაფიული ანსამბლ „ბოლნელის „ ახალგაზრდებს  და სტუდიის აღსაზრდელების მშობლებს  შეხვდა . მათთან ერთად იმსჯელეს   თუ როგორ და რა პირობებში  განაგრძობს ანსამბლი მოღვაწეობას.

„ჩვენ, გვაწუხებს ყველა ის საკითხი, რაც ჩვენი საზოგადოებისთვის არის  მნიშვნელოვანი. ვცდილობთ შესაძლებლობების ფარგლებში ყველა მოქალაქის ინტერესი იქნეს გათვალისწინებული. კარგად გვაქვს გააზრებული  ქართული ეროვნული ცეკვების  სახალხო ქართული ქორეოგრაფიული სკოლა-სტუდიისა და ანსამბლ „ბოლნელის“  მისაღებ პირობებში ფუნქციონირების და ტრადიციების  შენარჩუნების მნიშვნელობა ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის.მუდამ მზად ვართ ნებისმიერი საკითხი სიღრმისეულად განვიხილოდ დაინტერესებულ მხარეებთან.  „ – განაცხადა გოგი მეშელიანმა

დღევანდელ შეხვედრაზე  მხარეებმა დასახეს  სამომავლოდ სამოქმედო გეგმა  რათა  ერთად  შეძლონ  გამოსავლის გზების ძიება.შეთანხმდნენ, რომ ამ ეტაბზე ანსამბლი  საქმიანობას განაგრძობს ქალაქ ბოლნისის N3 საჯარო სკოლაში.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები