ჰუმანიტარულ აქციას პირველი საჯარო სკოლაც შეუერთდა

0
98

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილ შტაბში ჰუმანიტარული ტვირთი გროვდება, რომლის ტრანსპორტირებასაც, საქართველოს ფოსტის ტერმინალში მერია უზრუნველყოფს.

ჰუმანიტარულ აქციას ქ. ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის №1 საჯარო სკოლაც შეუერთდა და ტვირთი მერიაში მიიტანა. არამალფუჭებადი საკვებით, საკანცელარიო ნივთებით და თანატოლებისთვის გულთბილი წერილებით დაფასოებული ამანათები მალე ადრესატებთან იქნება.

ლალი ყურაშვილი, პედაგოგი:

-ქ.ბოლნისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მცირედი ჰუმანიტარული დახმარებით, თანადგომა გამოუცხადეს უკრაინელ ბავშვებს. აღსანიშნავია, რომ სკოლა ამ აქტივობაში განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთო, ბავშვებს უხაროდათ, რომ ამ მნიშვნელოვან საქმეში წვლილი თვითონაც შეიტანეს.

წინა სტატიასამხარეო ადმინისტრაციაში, საქართველოს მელიორაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, სამუშაო შეხვედრა გაიმართა
შემდეგი სტატიადავით შერაზადიშვილმა ფორუმში „ადამიანის უფლებების ლოკალიზება: ადგილობრივი ხელისუფლების გაძლიერება საქართველოში“ მონაწილეობა მიიღო