ორშაბათი, მაისი 20, 2024
spot_img

სამხარეო ადმინისტრაციაში, საქართველოს მელიორაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით, სამხარეო ადმინისტრაციაში, საქართველოს მელიორაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.რეგიონის, მუნიციპალიტეტებისა და კომპანიის პირველმა პირებმა, გაფართოებულ ფორმატში, დეტალურად განიხილეს მხარეში არსებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურა და ადგილზე გამოვლენილი საჭიროებები. საუბარი შეეხო, შესაბამისი სისტემების გამართულად მუშაობის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით განსახორციელებელ პროექტებს – დაისახა კონკრეტული გეგმები.„გაფართოებულ ფორმატში, სამუშაო შეხვედრა გავმართეთ საქართველოს მელიორაციის ხელმძღვანელთან და ადგილობრივი სერვის-ცენტრების წარმომადგენლებთან – დეტალურად განვიხილეთ საჭიროებები, რომელიც ჩვენი რეგიონის მასშტაბით დგას. მუნიციპალიტეტების მერებმა დეტალურად ისაუბრეს ადგილებზე, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების აუცილებლობაზე. მოგეხსენებათ, რომ ეს მიმართულება ჩვენი რეგიონისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან მოსახლეობის უმრავლესობა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობითაა დაკავებული. დავგეგმეთ, ერთობლივად განსახორციელებელი პროექტები. ჩვენი თანამშრომლობა აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება და ერთობლივი ძალისხმევით, მაქსიმალურად ვეცდებით არსებული პრობლემების მოგვარებას.“ – განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები