ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025
spot_img
HomeTV„ჰელადოსი“ ბოლნისის კულტურის სახლის სცენაზე

„ჰელადოსი“ ბოლნისის კულტურის სახლის სცენაზე

ბოლნისის ბავშვთა და მოზარდთა თეატრის 45 წლიანი მოღვაწეობის ისტორიას კიდევ ერთი ლამაზი, სევდანარევი, ემოციებით დატვირთული დღე შეემატა. „საზღაპრეთი 2“-მა, კულტურის სახლის სცენაზე,  იზო ნიავაძის რეჟისორობით, განსხვავებული ინტერპრეტაციით, სცენოგრაფიითა და მუსიკალური გაფორმებით, ნოდარ დუმბაძის „ჰელადოსი“ ითამაშა. მსახიობებმა შთამბეჭდავად  მოირგეს და გაითავისეს მოთხრობის პერსონაჟები და მაყურებლის თვალწინ გააცოცხლეს გასული საუკუნის სოხუმი, თავისი მრავალეთნიკური მოსახლეობით.

 მსახიობებმა სპექტაკლით, ორი მოზარდის პაექრობა  თვითდამკვიდრებისთვის, მაღალი სამსახიობო ოსტატობით წარმოაჩინეს, რომელიც საბოლოოდ მეგობრობით, ურთიერთპატივისცემით დასრულდა. წარმოდგენა ისეთ მარადიულ ფასეულობებს ეხება, როგორიცაა მეგობრობა, სამშობლოს სიყვარული, ტოლერანტობა და თავგანწირვა. ბავშვთა და მოზარდთა თეატრი, კლასიკად ქცეულ ნოდარ დუმბაძის „ჰელადოსს“, ბოლნისის  შემდეგ საბერძნეთში ითამაშებს, სადაც თეატრი  კონკურს-ფესტივალზეა მიწვეული.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები