პედაგოგთა კავშირის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ,,სიყვარულით დანახული სამყარო,’’ რომელიც საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლის მეშვიდედან მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისთვის იყო გამოცხადებული, მონაწილეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ჯავშანიანის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლემ მიიღო. თურანე სულეიმანოვამ კონკურსში საკუთარი ნახატები წარადგინა,სადაც ფერებით გადმოცემულია მისი სულიერი სამყარო. მისმა შემოქმედებამ მოწონება და კონკურსში გამარჯვება დაიმსახურა, ჯავშანიანის სკოლის მოსწავლეს საპატიო სიგელი და სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცა . პროექტში აქტიურად იყო ჩართული სკოლის ქართული ენის პედაგოგი. გამარჯვებული საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის მიერ შექმნილმა სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა.
კონკურსის მიზანია ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოებების გამოვლენა და ნორჩ ხელოვანთა შემოქმედების წარმოჩენა.
,,კონკურსში გამარჯვებულ ავტორებს უმასპინძლა ქ.რუსთავის ,,აკადემიურმა ქალაქმა’’, გამარჯვებულებს შორის იყო ჩვენი სკოლის მოსწავლე. მათ გადაეცათ საპატიო სიგელები და სასაჩუქრე ვაუჩერები, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ. რატევანის მკვიდრს, ბიზნესმენ გურამ გოგალაძეს, რომელმაც გამარჯვებულებს ბიბლუსის ვაუჩერები გადასცა. მინდა მადლობა გადავუხადო მას ამ ქველმოქმედებისთვის, დახმარებისა და მხარდაჭერისთვის. მსგავსი ქმედება ახალგაზრდების წახალისებისათვის ბევრს ნიშნავს. მადლობა პროექტის ავტორებს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის თავმჯდომარეს გარი ჩაფიძეს, მის მოადგილეს, პროფესორს ლეილა გეგეშიძეს ამ არაჩვეულებრივი შესაძლებლობისთვის. მსგავსი კონკურსები მნიშვნელოვანია მოსწავლე -ახალგაზრდებისთვის , რათა მათ შეძლონ საკუთარი ნიჭის რეალიზება’’- განაცხადა გაზეთ ,,ბოლნისთან’’ ჯავშანიანის საჯარო სკოლის ქართული ენის პედაგოგმა ნინო ლომსაძემ