„შეზღუდული შესაძლებლობები არ ნიშნავს, რომ არაფერი შეგიძლია, თუკი სურვილი და მიზანი გაქვს, ყველაფერს შეძლებ, „შეუძლებელი არ ნიშნავს შეუძლებელს“, მთავარია სიყვარულით მიუდგე საქმეს და აუცილებლად ყველაფერი გამოგივა“ – გადაცემის ,,ჩვენი საქმის’’ სტუმარი 23 წლის ვანო ხმალაძეა, რომელიც ეტლით მოსარგებლეა, თუმცა ბარიერები მან შრომისმოყვარეობით, აქტიურობითა და ადამიანებთან სიყვარულით დაძლია, სტერეოტიპები დაამსხვრია და დაუმტკიცა სხვებსაც და საკუთარ თავსაც, რომ მთავარი მონდომებაა, მეტიც, ვანო რამდენიმე წელია ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ მსახიობია. იყო სირთულეებიც, გამოწვევებიც, თუმცა ძლიერი ბუნებიდან გამომდინარე, არ დანებდა. პირიქით, გაძლიერდა და მეტი მონდომებით ჩაერთო ახალ გამოწვევაში. სიახლეების ძიება მისი თანმდევია. სოციალურ ქსელში, მისმა მხიარულმა ვიდეორგოლებმა, საზოგადოების სიყვარული მალევე დაიმსახურა, დედაც აიყოლია და დედა-შვილის მიერ, ინტერპრეტაციით შესრულებულ ქართულ თუ უცხოურ სიმღერებს, დღეს ყველა სიყვარულით ელოდება.
პოპულარული სიახლეები
ბოლნისელი თათია მინდიაშვილი აგრო ოლიმპიადის გამარჯვებულია
22 ნოემბერს, რიგით მესამე ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2023, საზეიმო ვითარებაში დასრულდა, სადაც ქვეყნის მასშტაბით, 870 კონკურსანტი მონაწილეობდა. რამდენიმე ეტაპიანი ტესტირების შედეგად, ოთხ კატეგორიაში, (სპეციალისტი,...