დღეს, მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში, 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების საჯარო განხილვა გაიმართა. ხელმძღვანელმა პირებმა საკრებულოს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და მოქალაქეებს თემატურად წარმოუდგინეს პრეზენტაცია, სადაც 2022 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები იყო წარდგენილი. შეხვედრა USAID ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანია პარტნიორ მუნიციპალიტეტებში, საჯარო ფინანსების მართვის სისტემის გაუმჯობესება.
აღნიშნული პროგრამა 5 წლის განმავლობაში განხორციელდება და ხელს შეუწყობს საჯარო მმართველობის რეფორმისა და საქართველოს მთავრობის 2020-2025 წლების ადგილობრივი თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელებას.
საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინაციით შეირჩა პროგრამის პარტნიორი 11 მუნიციპალიტეტი, მათ შორის არის ბოლნისის მუნიციპალიტეტი.