ოთხშაბათი, ოქტომბერი 9, 2024
spot_img

შემაჯამებელი საჩვენებელი კონცერტი სამუსიკო სკოლაში

ბოლნისის ზაურ ხუჯაძის სახელობის სამუსიკო სკოლაში სასწავლო წლის შემაჯამებელი კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაზე მოსწავლეებმა პედაგოგებისთვის, მშობლებისთვის და მოწვეული სტუმრებისთვის ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები შეასრულეს. შემაჯამებელი ღონისძიება 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც 50-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

ლალი თანდარაშვილი, სამუსიკო სკოლის დირექტორი:

-თამამად შემიძლია ეს წელი დადებითად და ნაყოფიერად შევაფასო. მოსწავლეებმა მთელი წლის მანძილზე შესწავლილი კომპოზიციები წარმოგვიდგინეს, რა თქმა უნდა მათი ოსტატური შესრულება დიდი შრომის და პედაგოგების დამსახურებაა. გარდა ამისა არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩვენი სამუსიკო სკოლის ბავშვების წარმატება, რომლებმაც საქართველოს სამუსიკო სკოლებს შორის გამართულ კონკურსზე,  სებასტიან ბახის და ბელა ბარტოკის ურთულესი ნაწარმოებები შეასრულეს და წარმატებას მიაღწიეს.

I ხარისხი მართა და მათე გოგებაშვილებმა და საბა ანდიაშვილმა დაიმსახურეს.

II ხარისხი თეონა გოგებაშვილმა, მარიამ კერესელიძემ და მართა ასანიძემ.

III ხარისხი ნინო პაპუნაშვილსა და ანასტასია ხეცურიანს ერგოთ.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სკოლას სავიოლინო განყოფილება და კლასიკური გიტარის წრე შეემატა, სადაც მოსწავლეები კლასიკურ ნაწარმოებებს ეუფლებიან.

ბოლნისის ზაურ ხუჯაძის სახელობის სამუსიკო სკოლა არა ერთი ფესტივალისა და კონკურსის ლაურეატია. 20 აგვისტოდან კი მოსწავლეები  საშემოდგომო ფესტივალისთვის – საფორტეპიანო კონკურსისთვის მოემზადებიან.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები