შავ-თეთრი ფერებით გადმოცემული ემოცია

0
368

ჩვენ გარშემო უამრავი  ნიჭიერი ადამიანია,სხვადასხვა შესაძლებლობებით.ასეთ ადამიანებს საკუთარ საქმიანობაში თავის ხელწერა აქვთ, მახასიათებლები,რომელთა მეშვეობითაც მარტივი მისახვედრია, ვინ არის კონკრეტული პროდუქტის ავტორი.ხელოვანებს ასეთი ხელწერა კიდევ უფრო განსაკუთრებულებს ხდისჩვენ გიამბობთ თვითნასწავლ მხატვარზე მათე ასლანიშვილზე

ის შავთეთრი ფერებით  ქმნის პორტრეტებს სადაც  საკუთარ ემოციებს გადმოსცემს.

,,მე ვარ მათე ასლანიშვილი, დავიბადე 2006 წელს 27 იანვარს . ვსწავლობ დაბა კაზრეთის  N2 საჯარო სკოლაში,ხატვა და ვარჯიში ჩემი ჰობია, ვარ თვითნასწავლი.  ორი-სამი წლის ასაკიდან ვხატავ,თავიდან დავიწყე მანქანების , ცხოველების ხატვით, მოგვიანებით წლების მატებასთან ერთად მივხვდი რომ კარგად გამომდიოდა პორტრეტები. დროთა განმავლობაში დავხვეწე და დღეს ეს შედეგი მაქვს თუმცა სამუშაო ბევრია.ვხატავ შავ-თეთრში ,ალბათ ჩემი ბუნებიდან გამომდინარე . ვხატავ მხოლოდ მაშინ როცა მუზა მომივა,თან აუცილებლად უნდა მქონდეს ჩართული მუსიკა. მაქვს დაახლოებით ოცდაათზე მეტი ნახატი თუ არ ჩავთვლით ბავშვობის დროინდელს. საყვარელი ნახატია: ჰენრი კევილი’ანუ სუპერმენი. მომავალში ვაპირებ ამ კუთხით სწავლის გაგრძელებას მინდა დავიხვეწო და მეტი ვისწავლო ამ სფეროს შესახებ’’.

წინა სტატიაგოგი მეშველიანი წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილ-ქილისაში მოსახლეობას შეხვდა
შემდეგი სტატიაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა