შავი ზღვის ღვინის ფესტივალს, წელს პირველად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ბოლნისის აგროცენტრიც შეუერთდა და წარადგინა ადგილობრივი მარნების ადგილწარმოშობის დასახელების, მაღალი ხარისხის, გამორჩეული, ჯილდოს მფლობელი სხვადასხვა სახეობის ღვინო.
ბათუმის_ფესტივალი საქართველოს კულტურის ცენტრის ორგანიზებით, 11-12-13 აგვისტოს, ბათუმის ანბანის კოშკთან მდებარე საფესტივალო სივრცეში გაიმართა და მის მიზანს ქართული ტრადიციული ღვინის პოპულარიზაცია, ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ხარისხზე ორიენტირებულ მეწარმეთა მხარდაჭერა წარმოადგენდა.ფესტივალს ბოლისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი დაესწრო.
რიგით_მესამე_ღონისძიება ქართული ღვინის ფონდის, ქართული ღვინის გილდიის და ტურიზმის ადმინისტრაციის მხარდაჭერით მოეწყო და ბოლნისის აგროცენტრმა ღონისძიების ფარგლებში აჭარაში მყოფ დამსვენებლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას ბოლნისის მიკროზონაში წარმოებული, მრავალფეროვანი, რჩეული ღვინოებით უმასპინძლა.


Black_Sea_Wine_Festival დატვირთული იყო სხვადასხვა მრავალფეროვანი აქტივობით, მასტერკლასით, მუსიკალური წარმოდგენით, გასართობი, საინტერესო, სახალისო შოუთი და სტუმრებს 3 დღის განმავლობაში შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ და ადგილზე შეეძინათ სხვადასხვა სახეობის ალკოჰოლური სასმელი.
აღსანიშნავია, რომ ქალაქი_ბათუმი მთელი შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული, საუკეთესო ტურისტული დანიშნულების ადგილია, სადაც ყოველწლიურად მრავალი საერთაშორისო ფესტივალი/ღონისძიება იმართება და ღონისძიებებში მონაწილეობა ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა.
ღვინის მრავალფეროვანი ნაირსახეობების დაგემოვნების პარალელურად სხვადასხვა მასტერკლასი განხორციელდა. ამასთან, ტრადიციულად, გამოფენის ფარგლებში, კონკურსი გაიმართა და გამარჯვებული ღვინო 3 კატეგორიაში გამოვლინდა, რომელთაც ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები გადაეცათ.
კონკურსზე სხვადასხვა ნომინაციაში თერთმეტი ბოლნისური მარანი დაჯილდოვდა :
დიდი ოქროს მედალი მეღვინეობა_ზედაშე ,,ასურეთული შავი” – 2022წ.
ოქროს მედალი აგროვაინი ,,რქაწითელი” 2022
მეღვინეობა_ზედაშე ,,საფერავი” 2022
მამისეულის_მარანი თანუნი როზე 2022
ქობულაძის_მარანი ,,საფერავი” 2022
ძმების_მარანი ,,თავკვერი” 2022
ძმების_მარანი ,,რქაწითელი” 2022
ძმების_მარანი ბოვი ,,რქაწითელი/ საფერავი” 2022
შალოს_მარანი ,,რქაწითელი” 2020
შალოს_მარანი ,,საფერავი” 2020
ქობულაძის_მარანი ,,რქაწითელი” 2022
ქობულაძის_მარანი ,,საფერავი” 2020
ქობულაძის_მარანი ,,საფერავი” 2021
მეღვინეობა_ზედაშე ,,რქაწითელი” 2022
მეღვინეობა_ნუცმინო ,,საფერავი” 2022
მეღვინეობა_მურუმული ,,რქაწითელი” 2022
ჯაფარიძის_მეღვინეობა ,,რქაწითელი” 2022
მეღვინეობა_მუხიგული1770 ,,როზე” 2019
#მეღვინეობა_მადლიერი_მამა ,,საფერავი” 2022

შთამბეჭდავია აღნიშნულ კონკურსში მონაწილეთა და გამარჯვებულთა რაოდენობა, რაც დასტურია იმისა, რომ ბოლნისი განთქმული, ცნობილი და აღიარებული მუნიციპალიტეტია ღვინის წარმოების მხრივ და ინარჩუნებს ღვინის ხარისხს და სრულად აკმაყოფილებს მაღალ სამომხმარებლო მოთხოვნებს-ინფორმაციას ბოლნისის აგროცენტრი ავრცელებს.

