[:en]ქრისტინე ქუქჩიშვილი ,,კოგნიტოს’’ პირველი ტურის გამარჯვებულია[:]

0
106
[:en]

საქართველოს მასშტაბით თორმეტ გამარჯვებულ მოსწავლეს შორისაა,  წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის ბოლნისის სასულიერო სკოლის მოსწავლე ქრისტინე ქუქჩიშვილი, მან არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კოგნიტოს” ესეების კონკურსის პირველი ეტაპი  წარმატებით გადალახა. კონკურსის  თემა იყო ,,შენი რეგიონი.’’  ქრისტინემ ესე ქვემო ქართლის შესახებ წარადგინა და თორმეტ წარჩინებულთა შორის მოხვდა, მეორე ეტაპი კი ივნისს ბოლოს ჩატარდება, რის შემდეგაც სამი გამარჯვებული მოსწავლე გამოვლინდება. ფინალურ ტურში მონაწილეები ესეს კოვიდ19-ის თემაზე წარმოადგენენ.

,,კოგნიტო’’ არის  არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელის მიზანია რეგიონებში მცხოვრებთა  სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება,ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვა, სამართლებივი ცნობიერების ამაღლება კონსტიტუციისა და კანონის უზენაესობის დასამკვიდრებლად.

ქრისტინე ქუქჩიშვილი, ბოლნისის წმინდა იოანე ბოლნელის სასულიერო სკოლის მოსწავლე: სოციალური ქსელის საშუალებით გავიგე ამ კონკურსის შესახებ, რომელიც ორი ეტაპისგან შედგება.  პირველ ეტპზე გავაგზავნე ესე  ქვემო ქართლის შესახებ, შეირჩა თორმეტი მონაწილე  სხვადასხვა რეგიონიდან, ძალიან გამიხარდა მათ  შორის მოხვედრა, მეორე ეტაპი კი ოც ივნისს გაიმართება, ესეს დასაწერად დრო 4 საათი გვექნება, თემა კი კოვიდ 19 იქნება, ვეცდები სამ გამარჯვებულს შორის მოვხვდე.  

[:]
წინა სტატია[:en]ქალაქ ბოლნისის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით დამატებითი ქსელი მოეწყობა[:]
შემდეგი სტატია[:en]სასმელი წყლის მიწოდება პრობლემურ უბნებზე უმოკლეს დროში მოგვარდება[:]

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ