[:en]ქვეშის ციხემდე მისასვლელ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდა[:]

0
48
[:en]


ტურისტული ლოკაციების პოპულარიზაციის მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. XVI-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქვეშის ციხე, კლდეზე ნაშენი და თითქმის ყოველ მხრიდან მიუვალია, რაც დამთვალიერებლისთვის ერთგვარ პრობლემებს ქმნიდა. ამიტომ, რამდენიმე თვის წინ, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. 100 გრძივ მეტრზე დაიგო ასფალტის საფარი, ხოლო 485 მეტრი ადგილობრივი ბაზალტით მოიკირწყლა. გაკეთდა ავტოსადგომი, რკინის მოაჯირები და გარე განათებები. ობიექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და ღირებულებამ 595 000 ლარი შეადგინა. ახლად დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად მოინახულა.

[:]
წინა სტატია[:en]ბოლნისის მუნიციპალიტეტში პროექტის – „ბოლნისის რესურსების რუკა“ პრეზენტაცია გაიმართა[:]
შემდეგი სტატია[:en]ბონლისის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასრტუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს[:]

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ