30 სექტემბერს, დიდუბის საგამოფენო ცენტრში “ექსპო ჯორჯია” დემოკრატიული სკოლების გამოფენა-კონფერენცია გაიმართა.
სადაც კონკურსის ფარგლებში გამოვლენილი დემოკრატიული სკოლების დაჯილდოვების ცერემონიალი შედგა.
საქართველოს მასშტაბით 2022-2023 აკადემიური წლის მანძილზე გაწეული საქმიანობის მიხედვით მონაწილე 43 სკოლიდან ხუთ გამარჯვებულ შორის ქ. ბოლნისის N5 საჯარო სკოლა დასახელდა და ყველაზე დემოკრატიული სკოლის სტატუსით დაჯილდოვდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, აღნიშნული წარმატება იქნა წახალისებული და საჩუქრის სახით სკოლას გადაეცა ინტერაქტიული დისპლეი.
ფორუმს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი კობა ჟღენტი ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნული წარმატება და მერიის საჩუქრი სკოლას მიულოცა და პირადად გადასცა. ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტს განესაზღვრა თავისი როლი ჩართულობის თვალსაზრისით ისეთი ტიპის ღონისძიებაში, რომლის ორგანიზატორები საკმაოდ წარმომადგენლობითია, შინაარსი და დატვირთვა კი მოსწავლე – ახალგაზრდობის განვითარება და ხელშეწყობაა. გადაწყვეტილების მიღება არ ყოფილა რთული, რადგან განათლება და მომავალი თაობისადმი მხარდაჭერა და წახალისება ერთ – ერთ მთავარ პრიორიტეტადაა მიჩნეული ადგილობრივი ხელმძღვანელობის მხრიდან, აღნიშნულიდან გამომდინარე, მონაწილეობა პოზიციონირების კონტექსტსაც ქმნის, რაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივა მხოლოდ და მხოლოდ კეთილი ნების გამოხატულებად შეიძლება იყოს აღქმული. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობა სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო , საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ მაღალი რანგის საგანმანათლებლო ექსპერტების, პროფესორ – მასწავლებლების მხრიდან იქნა შეფასებული დადებითად, რასაც სამაგალითო უწოდეს სფეროს წარმომადგენლობებს შორის . გახარებული ვარ ბოლნისელების მიღწევების თანაზიარი, რომ გავხდი, ვულოცავ მე – 5 სკოლას უდიდეს გამარჯვებას და საინტერესო სტატუსის მოპოვებას საქართველოს მასშტაბით”
მიწვეულ დელეგატებს შორის იყვნენ იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლის წარმომადგენლები.
აღსანიშნავია რომ, დემოკრატიული სკოლების გამოფენა-კონფერენცია წელს პირველად გაიმართა.
USAID-ის დაფინანსებით, სამოქალაქო განათლების მასშტაბური ხუთწლიანი პროგრამა,რომლის ფარგლებშიც განსაზღვრულია თანამშრომლობა საქართველოს 650 სკოლასთან, მიზანად ისახავს სამოქალაქო განათლების სწავლების გაძლიერებას და მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდების აღზრდას. პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოში სამოქალაქო განათლების განვითარების შემდეგ საფეხურზე აყვანას.
პროგრამა სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება: მოსწავლეთა თვითმმართველობისა და დემოკრატიული ჩართულობის გაძლიერება სკოლებში; კერძო სექტორის ჩართულობა სკოლებში სამოქალაქო განათლების ხელშეწყობისთვის; ტექნოლოგიების აქტიურად გამოყენება სამოქალაქო განათლებისა და დემოკრატიული ჩართულობის პროცესში.
პროექტი USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, ორგანიზაციის PH International, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ხოლციელდება .