ქვემო ქართლის რეგიონის თითოეული მუნიციპალიტეტისათვის რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დამატებით ტრანშის ფარგლებში 2 300 000 ლარის ოდენობით თანხა გამოყო

0
120

გიორგი დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით, ქვემო ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც რეგიონისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა იმსჯელეს და აღნიშნული თანხის ფარგლებში, ყველა მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა მიმართულებით განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს მხარი დაუჭირეს.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ბოლომდე, თითოეულ მუნიციპალიტეტში მოხდება 1 150 000 ლარის ათვისება და განხორციელდება როგორც საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები, ისე მოეწყობა საფეხბურთო მინი სპორტული მოედნები, მოხდება საცხოვრებელი კორპუსების გამაგრება და გარე ფასადებს ჩაუტარდებათ რეაბილიტაცია.

საკონსულტაციო საბჭოს სხდომას რწმუნებულის მოადგილეები: ნიკა კობახიძე, ილია ჯალაღანია, კახა კობერიძე, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ.

წინა სტატია1-ელი სექტემბრიდან  მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა რთულდება
შემდეგი სტატიანონა პაპაშვილის მორიგი წარმატება საერთაშორისო კონკურსზე

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ