გოგი მეშველიანი მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს

0
154

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს. „დღეს, მე-12 კლასელებისთვის ემოციებით სავსე დღეა. ისინი მშობლიურ სკოლას ემშვიდობებიან და განსხვავებული ცხოვრების გზას ადგებიან და მჯერა, რომ ჩვენი ახალგაზრდები გზად შეხვედრილ ყოველ შესაძლებლობას გამოიყენებენ. მინდა, ყველა მე – 12 კლასელს და განსაკუთრებით ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის ახალგაზრდებს მივულოცო სკოლის დამთავრება და ვუსურვო ბედნიერი და საინტერესო ცხოვრება.“- გოგი მეშველიანი.

წინა სტატიაგილოცავთ სკოლის დასრულებას, ბედნიერ და ლაღ მომავალს გისურვებთ! – დავით შერაზადიშვილი
შემდეგი სტატიაქალაქ ბოლნისში ქართულ-გერმანული კულტურის ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა