27 აპრილს, ბოლნისის სამუსიკო სკოლაში, ქართული სიმღერის ფესტივალი „სხვა საქართველო სად არის“-ს შესარჩევი ტური გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობა, ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული და საესტრადო სიმღერების ანსამბლებმა მიიღეს.
ფესტივალის მიზანია, ახალგაზრდა კოლექტივების და ინდივიდუალური შემსრულებლების წარმოჩენა, რაც ხელს უწყობს როგორც ქართული სიმღერის და კულტურის პოპულარიზაციას, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენას, ერთმანეთისთვის გაცნობას და ფართო აუდიტორიის წინაშე წარდგენას.
ფესტივალის ორგანიზატორმა მაია ჯამალაშვილმა, მოისმინა და დადებითად შეაფასა, ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული და საესტრადო სიმღერების ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები.
,,უკვე მეევსე წელია, ქართული სიმღერის ფესტივალი „სხვა საქართველო სად არის“-ს ქვეყნის მასშტაბით ტარდება.დავდივართ მთელი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, ვუსმენთ ფესტივლში მონაწილეობის მსურველებს და ვატარებთ მასტერკლასებს, როგორც ბავშვებისთვის ისე პედაგოგებისთვის. ახლა ვიმყოფებით ბოლნისში, სადაც მოვუსმინეთ უნიჭიერეს ბავშვებს, მათ ივნისში, უკევ რეგიონალურ ფესტივალზე შევხვდებით“. აღნიშნა ფესტივალის დამფუძნებელმა მაია ჯამალაშვილმა.