პროექტი, რომელიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის ქართული ენის უკეთ შესწავლასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას ისახავს მიზნად წარმატებით განხორციელდა, 230-მა ახალგაზრდამ სამთვიანი კურსი წარმატებით გაიარა, კურსდამთავრებულების საზეიმო დაჯილდოება ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში მოეწყო. საქართველოს პარლამენტის წევრმა გოგი მეშველიანმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელთან სოსო კოპალეიშვილთან ერთად ახალგაზრდებს სერთიფიკატები გადასცა.
ახალგაზრდების მოთხოვნით პროექტი, „ქართული ენის კურსები ეთნიკური უმცირესობებისთვის“ 2022 წლიდან, ბოლნისის დმანისის თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში დაიწყო, ქართული ენის შემსწავლელი კურსები ოთხ ახალგაზრდულ სათემო ცენტრში განხორციელდა
აღსანიშნავია, რომ პროექტის დაწყებიდან დღემდე ენის კურსები დაახლოებით 360-მა ახალგაზრდამ გაიარა.
Gargat