ქალაქ ბოლნისის აღმოსავლეთ ნაწილში, მასშტაბური პროექტის ფარგლებში, წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
პანდემიის დროს შეჩერებული ისტორიული მნიშნველობის პროექტის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, აზიის ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს. ქალაქ ბოლნისში წყალარინების სისტემის ქსელი მოეწყობა, რომელიც თანამედროვე ტიპის გამწმენდ ნაგებობას დაუკავშირდება. ამ ეტაპზე, ჯამში უკვე, 10 000 გრძიივი მეტრი ქსელია მოწყობილი.
საკანალიზაციო სისტემის მოწყობის მასშტაბური სამუშაოები 2024 წლის ბოლოს დასრულდება, რომელიც დაფინანასებულია აზიის განვითარების ბანკის მიერ.