სამშაბათი, დეკემბერი 10, 2024
spot_img

ქალაქ ბოლნისში, გზების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი მირიანაშვილი ქალაქ ბოლნისში მიმდინარე გზის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

ამ ეტაპზე, წმინდა ნინოს, ვაჟა-ფშაველას, ილია ჭავჭავაძისა და სოხუმის ქუჩის ერთ მონაკვეთზე ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. ჯამში, აღნიშნულ ქუჩებზე, 1664 გრძივი მეტრი გზა მოეწყობა. პროექტის ფარგლებში, წმინდა ნინოს ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი, ილია ჭავჭავაძისა და სოხუმის ქუჩებზე კი ტროტუარები მოეწყობა. სამუშაოებისთვის ჯამში 2 609 475 ლარი დაიხარჯება.

ასფალტის საფარის გარდა, ქალაქში აკაკი წერეთლის, ანზორ ოჩხიკიძის, სიონის, 500 ბოლნელის ქუჩები და სოხუმის ქუჩის ერთი მონაკვეთი ქვაფენილით მოიკირწყლება. ადგილობრივი ბაზალტი 1200 გრძივ მეტრზე დაიგება. სამუშაოების ღირებულება ჯამში 2 483 176 ლარს შეადგენს.

საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა ადგილობრივი ბიუჯეტისა და „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის” თანადაფინანსებით ხორციელდება.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები