შემოქმედებითმა ფესტივალმა “ფანტელი” სტარტი დეკემბრის შუა რიცხვებიდან აიღო და თებერვლის ბოლომდე გაგრძელდა, სადაც საქართველოს თითქმის ყველა კუთხის ბავშვთა და მოზარდთა სხვადასხვა ჟანრის შემოქმედებითი ჯგუფები იღებდნენ მონაწილეობას. ფესტივალი მიზნად ისახავდა ეროვნულ-კულტურული ტრადიციების და ზნეობრივ-ესთეტიკური ინტერესების განვითარებას. თებერვლის თვეში, ფესტივალზე, ბოლნისის მერიის თანადგომითა და მხარდაჭერით, კულტურის ცენტრის ბავშვთა და მოზარდთა თეატრი „საზღაპრეთი-2″ გაემგზავრა. სპექტაკლი „ოცნება და სინამდვილე” წარმატებით დასრულდა და საუკეთესო შეფასებაც დაიმსახურა, რასაც ნომინაციების სიმრავლე ადასტურებს. ნომინაცია მეორე ხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის მიენიჭათ: მარიამ ჯავახიშვილს, ნია ხმელიძეს, თათია მინდიაშვილს, მარიამ როინიშვილს, მათე დადვანსა და ნუცა უგრეხელიძეს.
ნომინაცია მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის: მარიამ კორტავასა და ანი გრძელიშვილს გადაეცათ.
პიესის საუკეთესო ინტერპრეტაცია და საუკეთესო რეჟისურა „საზღაპრეთი-2″-ის რეჟისორმა იზო ნიავაძემ დაიმსახურა,
მას ასევე მიენიჭა დამსახურებული ხელოვნების ქურუმის წოდება.
,,ფესტივალის დირექტორი თეა დავითაია, შემოქმედებითი ასოციაცია „რევერანსი“ – ხელმძღვანელი ბესიკ ლომსაძე, ჟიურის თავმჯდომარე რეჟისორი ხათუნა მილორავა და მთელი შემოქმედებითი გუნდი, ძალ–ღონეს არ იშურებდა ბავშვების შემოქმედების რეალიზებისა და მათი ხალისიანი დასვენების უზრუნველყოფისათვის.
ჟიურის გადაწყვეტილებით სპექტაკლის შემოქმედებითი ჯგუფი დაჯილდოვდა ნომინაციებით: საუკეთესო მუსიკალური გაფორმება, კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი,
„მადლობა მხარდაჭერისათვის“ – საპატიო დიპლომები გადაეცათ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს დავით შერაზადიშვილს და კულტურის ცენტრის დირექტორს სოსო კოპალეიშვილს.
თეატრი „საზღაპრეთი-2″-ის შემოქმედებითი ჯგუფი მადლობას უხდის ყველას თანადგომისათვის“- აღნიშნა ,,საზღაპრეთი- 2’’ რეჟისორმა იზო ნიავაძემ.