პარასკევი, აპრილი 18, 2025
spot_img
Homeრუბრიკები„ფანქრით შექმნილი სამყარო“ - დათო ანდიაშვილის შემოქმედება

„ფანქრით შექმნილი სამყარო“ – დათო ანდიაშვილის შემოქმედება

ხელოვნება, განსაკუთრებულ ადამიანებს, განსაკუთრებულ ხელწერას,   უნიკალურ მახასიათებლებს ანიჭებს, რომელთა მეშვეობითაც მარტივად ამოიცნობ ავტორსა და მის ნამუშევრებ. შავთეთრი ფერების სამყაროში გამორჩეული ხელწერით შექმნილი პორტრეტებიეს დათო ანდიაშვილის შემოქმედებითი სამყაროა, სადაც ყოველი ნახატი მხატვრის ემოციებისა და განცდების უშუალო გამოხატულებაა.

დათო ბოლნისში დაიბადა და ამჟამად დაბა კაზრეთში ცხოვრობს. მისი სიყვარული, ხატვის მიმართ, ადრეული ბავშვობიდან იწყება – სულ რაღაც ორი წლის ასაკში, მამამ ფანქრის ხელში დაჭერა ასწავლა. ბავშვობაში სულ ვთხოვდი მშობლებსეს დამიხატეთ, ის დამიხატეთ. ასე ნელნელა, ზრდასთან ერთად, გამოცდილებაც შევიძინე, – იხსენებს დათო.

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები ჰქონდა, მისი შემოქმედებითი განვითარება არ შეფერხებულა.

რა არის თქვენთვის ხატვა?

ხატვა ჩემთვის ისაა, რაც დარჩება ჩემგან მომავალში –  ხელოვნების შემოქმედებითი სტილი. განსაკუთრებით მახარებს, როცა ჩემი ნახატები სხვებსაც სიხარულს ანიჭებს.

2020 წელს დათომ, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემია დაამთავრა, რესტავრაციისა და ხელოვნების ისტორიის მიმართულებით. დღეს ის, ძირითადად, პორტრეტებზე მუშაობს შეკვეთით, თუმცა მისი შემოქმედებითი ინტერესები გაცილებით ფართოა.

კითხვაზე, თუ რა არის მისი ინსპირაცია, დათო გვპასუხობს – ,,ნებისმიერი რამ შეიძლება გახდეს ინსპირაციის წყარო. ზოგჯერ უბრალოდ ვუყურებ რაღაცას და  გონებაში ახალი იდეა იბადება. ვხატავ როგორც რეალური სამყაროდან, ისე საკუთარი ფანტაზიი. ხშირად ამ ორს ვაერთიანებშეიძლება რაღაც გადავხატო და მას, ჩემი წარმოსახვით შექმნილი ელემენტები შევმატო.”

რეალისტური ხელოვნების მოყვარული დათო განსაკუთრებით აფასებს ლეონარდო და ვინჩის და ირაკლი თოიძის შემოქმედებას. მისი აზრით, რეალისტური ნახატები განსაკუთრებულ დაფასებას იმსახურებს, მათი სირთულისა და შესრულებისთვის საჭირო დროისა და გამოცდილების გამო.

დამწყებ მხატვრებს დათო მნიშვნელოვან რჩევას აძლევს: თავიდან შეიძლება რთული მოგეჩვენოთ ლამაზად დახატვა, მაგრამ ადრე თუ გვიან, აუცილებლად შეძლებთ. მთავარია, არ დანებდეთ, პირველივე წარუმატებლობის შემდეგ. ნუ ეცდებით სხვა მხატვრების ზუსტ კოპირებასიპოვეთ საკუთარი სტილი და ხელწერა.”

სამომავლოდ, დათო საკუთარი გამოფენის მოწყობას გეგმავს. მისთვის ხელოვნება არა მხოლოდ ნიჭი, არამედ ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რომლის განვითარებასაც აუცილებლად გააგრძელებს.

                                                                                             მარიამ ონიანი

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები