სოფელ ტანძიისა და დაბა კაზრეთის საბავშვო ბაღებში სასწავლო–სააღმზრდელო პროცესი განახლდა

0
104

რვათვიანი პაუზის შემდეგ სოფელ ტანძიის საბავშვო ბაღში  სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა. ბავშვთა დაწესებულებაში  23 აღსაზრდელია რეგისტრირებული,  ფუნქციონირებს 1 ჯგუფი,  შერეული ასაკობრივი სხვაობით.

ტანძიის საბავშვო ბაღში შემდეგი სახის სარემონტო სამუშაოები ჩატარდა: გარემონტდა სამზარეულო, პროდუქტის შესანახი საწყობები, ექთნის ოთახი, შესასვლელი და სააღმზრდელო ჯგუფი, რომელიც თანამედროვე სტანდარტების  შესაბამისი ფუნქციური ავეჯით მოეწყო. 

საბავშვო ბაღს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულების ხელმძღვანელთან, ლელა გოგმაჩაძესთან ერთად ესტუმრა და სააღმზრდელო პროცესის განახლება მიულოცა.

სააღმზრდელო პროცესი განაახლა ასევე  დაბა კაზრეთის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებამ. ბაღში ჩატარდა სარემონტო სამუშაოები: გამაგრდა შენობის საძირკველი, გარემონტდა სააღმზრდელო ჯგუფი, სამრეცხაო, სამზარეულო, პროდუქტის შესანახი საწყობები, რომელიც აღიჭურვა უჟანგავი თაროებით.

ბოლნისის მინიციპალიტეტში, თორმეტივე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, სრული დატვირთვით, ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვით მუშაობს.

წინა სტატიაCOVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით სამედიცინო პერსონალის რეგისტრაცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატია[:en]”Kəndlərə Dəstək Proqramı” çərçivəsində əhali ilə görüşlər başa çatdı[:]

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ