პარასკევი, აპრილი 18, 2025
spot_img
HomeTVსაქველმოქმედო ასოციაციის Museion Weimar e.V წევრები ბოლნისს ესტუმრნენ

საქველმოქმედო ასოციაციის Museion Weimar e.V წევრები ბოლნისს ესტუმრნენ

ბოლნისის კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ქალაქ ვაიმარში დაფუძნებული საქველმოქმედო ასოციაციის Museion Weimar e.V. (მუზაიონ ვაიმარ) წევრები   მუნიციპალიტეტს ეწვივნენ,  გერმანელ სტუმრებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა უმასპინძლა.

ვიზიტის ფარგლებში,  ასოციაციის სტუმრებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის

ისტორიული ძეგლები  მოინახულეს და კულტურის ცენტრის საკონფერენციო დარბაზში, ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ, მათ  ცენტრში წარმოდგენილი ხელოვანების ნამუშევრებიც დაათვალიერეს.

საქველმოქმედო ასოციაცია Museion Weimar e.V ქალაქ ვაიმარში 2007 წელს დაფუძნდა და მისი მიზანი საერთო კულტურულ-ისტორიული საკითხებით დაინტერესებულ  ქვეყნებთან კულტურული კავშირების დამყარებაა.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები