საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

0
144

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია. ქართველმა სპორტსმენებმა – ირმა ხეცურიანმა, ნინა თიბილაშვილმა და გვანცა ზადიშვილმა ფინალურ შეხვედრაში უკრაინის ნაკრებს ანგარიშით 45:42 სძლიეს და კონტინენტის ჩემპიონატზე ოქროს მედლებს დაეუფლნენ.

აღსანიშნავია, რომ ნინა თიბილაშვილმა თავი ინდივიდუალურ ასპარეზობაშიც გამოიჩინა. ქართველმა ეტლით მოფარიკავემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

წინა სტატიაპარლამენტმა მედიკამენტებზე ზღვრული ფასების დაწესებას პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი
შემდეგი სტატია ქვემო ქართლის სათემო ორგანიზაციამ ,,ნეკერი’’ახალი კამპანია დაიწყო