დღეს ბოლნისის საოლქო-საარჩევნო კომისიის სხდომა ჩატარდა, სადაც არჩეული იქნა, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, საუბნო- საარჩევნო კომისიის წევრები. პროცესში მონაწილეობა 15 წევრმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ საუბნო-საარჩევნო კომისიის პოტენციური წევრებისთვის და ხელძღვანელი პირებისთვის, საარჩევნო ადმინისტრაციამ, არაერთი საგანმანათლებლო პროექტი განახორციელა. ჩატარდა სერთიფიცირება ,როგორც ბოლნისის საოლქო- საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რუსუდან ქურდიანი აღნიშნავს, საუბნო საარჩევნო კომისიები კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტდა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ელექტრონული ტექნოლოგიები დიდი მასშტაბით იქნება გამოყენებული და ამომრჩეველთა 90 პროცენტი, კენჭისყრის პროცესში, ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით მიიღებს მონაწილეობას, ხოლო დარჩენილი 10% ტრადიციული მეთოდით ჩაერთვება საარჩევნო პროცესში. ბოლნისის მუნიციპალიტეტში 52 საარჩევნო უბანი გაიხსნება ,სადაც 41 უბანზე ხმის მიცემის პროცედურა ელექტრონულად ,11 უბანზე კი ტრადიციული მეთოდით მოხდება.