
ამ დროისთვის ბოლნისში, კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ ერთი ფაქტია დადასტურებული, სხვა შესაძლო შემთხვევების გამოსავლენად, გრძელდება კარდაკარ სიარული. გუშინდელი მონაცემებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 3376 ადამიანია შემოწმებული და ვირუსის სიმპტომები არავის აღენიშნება.
დღეს კარანტინის მეხუთე დღეა, ქალაქის მოსახლეობის შემოწმება დაიწყო, სამედიცინო ჯგუფები ყველა ოჯახში შედიან და მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობას ამოწმებენ.
[:]