სალონური შეხვედრა ბოლნისში

0
149

ბოლნისის კულტურის ცენტრის საკონფერენციო დარბაზში “ჩემი გამომცემლობის” წარდგენა და ავტორებთან შეხვედრა გაიმართა. პრეზენტაციას უძღვებოდა  “ჩემი გამომცემლობის” დამფუძნებელი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ჟურნალისტი, პოეტი და მთარგმნელი  ოლიკო ცისკარიშვილი, რომელმაც ბოლნისელ საზოგადოებასთან ისაუბრა   უახლეს გამოცემებსა და სამომავლო გეგმებზე.

მკითხველს საკუთარი შემოქმედება გააცნეს    დებიუტანტმა  ავტორებმა დავით ხარატიშვილმა,უჩა თხელიძემ და თამთა ლორთქიფანიძემ. 

აღსანიშნავია რომ „ჩემი გამომცემლობა” მესამე წელია აქტიურად შემოვიდა ქართულ საგამომცემლო სივრცეში და უკვე არაერთი სამეცნიერო თუ მხატვრული ლიტერატურის ნიმუში გამოსცა, რომელთა შორისაა ინდოელი მისტიკოსისა და ფილოსოფოსის, ოშო რაჯნიშის თარგმანები და თანამედროვე ავტორების პროზაული თუ პოეტური ნამუშევრები.

ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ  წიგნები  საგამომცემლო ფასად შეეძინათ, რომლიდანაც თანხის 10% გადაირიცხება ჟურნალისტ ირმა კახურაშვილის დასახმარებლად, ის  მძიმე  დაავადებას, ავთვისებიან სიმსივნეს ებრძვის.

წინა სტატიათითების თეატრი ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში
შემდეგი სტატია„მთავარი წონასწორობის შენარჩუნებაა“ – წარმატებული მასწავლებლისა და მოსიყვარულე დედის ისტორია

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ