ბოლნისის მუნიციპალიტეტმა მოწყვლადი კატეგორიის 160 ოჯახს სააღდგომო ნობათები გადასცა

0
126

ტრადიციულად, აღდგომის დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია სათნოების სახლის ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათებს გადასცემს. მიმდინარე წელს ნობათები, მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარ დეპუტატ გოგი მეშველიანთან ერთად გადასცა. ბენეფიციარებისთვის განკუთვნილი ნობათები კვერცხით კომპანია სავანეთმა უზრუნველყო. მუნიციპალიტეტის მერმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა შინ მოვლის სერვისით მოსარგებლე ბენეფიციარებიც მოინახულეს და სააღდგომო ნობათები გადასცეს. ნობათი სულ 160 ბენეფიციარს გადაეცა.

წინა სტატიაგოგი მეშველიანი მშობლიურ სკოლაში გამართულ გამწვანების აქციაში ჩაერთო
შემდეგი სტატიაგოგი მეშველიანმა ქალაქ ბოლნისის N1 საჯარო სკოლაში შესრულებული სამუშაოები დაათვალიერა