საკრებულოს უმრავლესობის წევრების შეხვედრა მოსახლეობასთან

0
123

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა სოფელ ქვეშსა და რატევანში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრას ესწრებოდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი და ფრაქცია ,,ქართული ოცნება – დემოკრტიული საქართველოს’’ თავმჯდომარე დავით ჯაფარიძე.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, სადაც გამოიკვეთა ის საჭიროებები რაც აწუხებს მოსახლეობას.

სოფელ ქვეშში გამოიკვეთა რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების საჭიროება:

1.სახელმწიფო მნიშვნელობის გზის პარალელურად საფეხმავლო ბილიკის მოწყობა.

2.სარწყავი არხის (1,5 კილომეტრი) მოწყობა.

3.სოფელში არსებული ე.წ. სარიტუალო სახლის შეკეთება და ინვენტარით უზრუნველყოფა.

საკრებულოს წევრებმა მოინახულეს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი ქვეშის ციხესთან არსებული საპიკნიკე სივრცე, რომელიც ფინანსდება გრანტის ფარგლებში 175 000 ლარის ოდენობით და დასრულდება მიმდინარე წლის აპრილის თვეში.

სოფელ რატევანში კი გამოიკვეთა სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა, ასევე არსებული ამბულატორიის პაციენტთა მოსაცდელის მოწყობა.

სოფელში ამ ეტაპზე მიმდინარეობს სასამელი წყალის ქსელის შეცვლა რომლიც მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება და მოგვარდება პრობლემა.

 

წინა სტატიაარემჯის სტიპენდიატები 2023
შემდეგი სტატიანოვრუზ ბაირამის დღისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი ფეხბურთში

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ