საინფორმაციო შეხვედრა ადგილობრივ ფერმერებთან

0
159

ამერიკის სენატთან არსებული დემოკრატიის განვითარების ფონდის მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში „სასოფლო-სამეურნეო მიწის ფონდში ფერმერების და მუნიციპალიტეტების ჩართულობის გაძლიერების მხარდაჭერა“, შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები და ფერმერები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს მნიშვნელოვანი საკითხები სასოფლო-სამეურნეო მიწების მდგომარეობაზე, პრობლემებზე, პრევენციულ ღონისძიებებზე და საჯარო რეესტრის სისტემურ რეგისტრაციაზე.

ირინე ფხოველიშვილი, საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი:

-რიგით მე-5 შეხვედრა გავმართეთ და ზოგადი მდგომარეობა ქვეყნის მასშტაბით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არის პრობლემური. პრობლემის უკეთ შესწავლის მიზნით და მის მოსაგვარებლად ვახორციელებთ მონიტორინგს, ვხვდებით ფერმერებს და სოფლის წარმომადგენლებს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს გადავუხადო მადლობა საინფორმაციო შეხვედრების მარდაჭერისთვის.

წინა სტატიასაბერძნეთის ნაპირებიდან პირად ტრიუმფამდე: AIESEC-ის გაცვლითი პროგრამა  წარმატებას შთააგონებს
შემდეგი სტატიააქვს თუ არა ასაკი პედაგოგობას და რას ნიშნავს  ამ სტატუსით ცხოვრება

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ