საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ბოლნისში ახალი პროექტები განხორციელდება

0
146

21 იანვარს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, USAID–ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ურთიერთთანამშრომლობის სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და თვითმმართველი ორგანოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს, რა გამოწვევები და საჭიროებები არსებობს მუნიციპალიტეტში.

USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა წარმოადგენს 5 წლიან ინიციატივას, რომელიც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება და მიზნად ისახავს საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერას, ადგილობრივ თვითმმართველობებში ეფექტიანობის, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას.  პროგრამა იმუშავებს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ანგარიშვალდებულების გაძლიერების, ინკლუზიური და მომხმარებელზე ორიენტირებული საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესების კუთხით და დახმარებას გაუწევს ცენტრალური ინსტიტუტის დეცენტრალიზაციისა და საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებას.

სამუშაო შეხვედრა ორდღიანია, რის შემდეგაც შეიქმნება სამოქმედო გეგმა, პრიორიტეტული საკითხების განსაზღვრისთვის.

წინა სტატიაბოლნისში ანზორ მარგველანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი დაიწყო
შემდეგი სტატია„დეკრეტული“ შვებულების ფულადი დახმარება 1000 ლარის ნაცვლად 2000 ლარით განისაზღვრა

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ