ქალაქის პარალელურად, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები სოფელ ნახიდურსა და დაბა თამარისში მიმდინარეობს. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, სოფელ ნახიდურში 260 გრძივ მეტრზე დაიგება ასფალტი და მოეწყობა სანიაღვრეები, 550 გრძივი მეტრი საავტომობილო გზა მოასფალტდება დაბა თამარისში და მოეწყობა ტროტუარი. მიმდინარე სამუშაოები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად დაათვალიერა.
საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები სოფელ ნახიდურსა და დაბა თამარისში მიმდინარეობს
მსგავსი სტატიები