ტრადიციულად, აღდგომის დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია სათნოების სახლის მოწყვლადი კატეგორიის ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათებს გადასცემს. კარაქი, შაქარი, ქათამი, პასკა, კვერცხი – ეს იმ პროდუქტების არასრული ჩამონათვალია, რომელიც დღეს 160 ოჯახს მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა ადმინისტრაციის სამსახურის უფროსთან პაპუნა მუშკუდიანთან და სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელთან იროდი უგრეხელიძესთან ერთად გადასცა. კომპანია „სავანეთმა“ ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და ნობათები კვერცხით უზრუნველყო.
პოპულარული სიახლეები
ბოლნისელი თათია მინდიაშვილი აგრო ოლიმპიადის გამარჯვებულია
22 ნოემბერს, რიგით მესამე ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2023, საზეიმო ვითარებაში დასრულდა, სადაც ქვეყნის მასშტაბით, 870 კონკურსანტი მონაწილეობდა. რამდენიმე ეტაპიანი ტესტირების შედეგად, ოთხ კატეგორიაში, (სპეციალისტი,...