კვირა, ოქტომბერი 13, 2024
spot_img

რეკომენდაციები COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ბინაზე მართვის დროს

დარჩით სახლში!

არ წახვიდეთ სამსახურში, სკოლაში, მაღაზიასა თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიარ ისარგებლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსითდროის უდიდესი ნაწილი გაატარეთ იზოლირებულად, ოჯახის წევრებისგან უშუალო კონტაქტის გარეშეთუ ოჯახის წევრებთან კონტაქტი გარდაუვალია ოჯახის ყველა წევრმა უნდა გამოიყენოს ნიღაბიარ გამოიყენოთ საერთო სარგებლობის ნივთები მაგ.: ჭურჭელი, პირსახოცი, თეთრეული, ტელეფონი.ოთახი გაანიავეთ ხშირად ფანჯრის გაღებითგაწმინდეთ და საგულდაგულოდ გაასუფთავეთ ხშირად შეხებადი ზედაპირები, ასევე სველი წერტილები: მაგ.: მაგიდის ზედაპირები, კარის სახელურები, მობილური ტელეფონიდასუფთავებისთვის გამოიყენეთ ზედაპირების სადეზინფექსიო საშუალებები, რომელის შესაძლებელია გამოიყენოთ საყოფაცხოვრებო პირობებშიმიიღეთ ბევრი სითხეარ მიიღოთ ანტიბიოტიკი ან სხვა პრეპარატი ექიმის დანიშნულების გარეშეგააგრძელეთ რეგულარული მედიკამენტების მიღება და არ შეცვალოთ მკურნალობის გეგმა ექიმის დაუკითხავადხველის სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში მოერიდეთ ზურგზე წოლასყურადღებით დააკვირდით საკუთარ სიმპტომებსთუ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად ან სწრაფად გაუარესდაგაქვთ სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, სახის ან ტუჩის მიდამოს ციანოზი და სხვ., დაუკავშირდით ოჯახის ექიმს ან 112-ს ოპერატორი გააფრთხილეთ, რომ დადასტურებული გაქვთ COVID-19-ის ვირუსი​საქართველოს მთავრობა

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები