რა შედეგებით დასრულდა საბა დადვანის სახელობის ტურნირი

0
99

საბა დადვანის ხსოვნისადმი მიძღვნილ ორდღიან ტურნირში, რომელშიც  საქართველოს მასშტაბით  ორასამდე  ძიუდოისტი  ასპარეზობდა,  ბოლნისელმა სპორტსმენებმა შემდეგი საპრიზო ადგილები მოიპოვეს:

პირველი ადგილი:  42 კგ წონით კატეგორიაში -საბა კორძაია

                          66 კგ წონით კატეგორიაში- ირაკლი ლაზარიშვილი  

მეორე ადგილი:  66კგ წონით კატეგორიაში- გია ჯაშიშვილი

                      30 კგ წონით კატეგორიაში -ანდრია ახობაძე

                      27 კგ წონით კატეგორია- დათო ლაზარიშვილი

მესამე ადგილი:  30კგ წონით კატეგორია- ნიკოლოზ ფოფხაძე

                     42 კგ წონით კატეგორია ნიკოლოზ კვიციანი  

 საბა დადვანის ხსოვნისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ტურნირს ბოლნისმა  მეთორმეტედ  უმასპინძლა. ჩემპიონატში, საქართველოს სხვადასხვა  მუნიციპალიტეტებიდან 20 წონით კატეგორიაში, 2008 – 2009 და 2010-2011 წლებში დაბადებული ორასამდე  ჭაბუკი ასპარეზებდა. საბა დადვანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ჭიდაობა ძიუდოში ორ დღე მიმდინარეობდა, რომელიც 12 დეკემბერს დასრულდა. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული სპორტსმენები შესაბამისი ხარისხის მედლებით, სიგელებითა და თასებით  დაჯილდოვდნენ. შეგახსენებთ რომ საბა დადვანი წარმატებული ძიუდოისტი იყო, ის მრავალი ტურნირის ჩემპიონი და  პრიზიორი იყო.

წინა სტატიაბოლნისის მუნიციპალიტეტში იმუნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაბოლნისის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროგრამაში, ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის მიმართულებით 2022 წელს 375 000 ლარია გათვალისწინებული