შაბათი, მარტი 15, 2025
spot_img
Homeგანათლებარა რეგულაციებით დაიწყება საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბრიდან – ინსტრუქცია სკოლებს

რა რეგულაციებით დაიწყება საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბრიდან – ინსტრუქცია სკოლებს

 

2020-2021 სასწავლო წლის დაწყებისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგულაციების გათვალისწინებით, სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. არსებული რეკომენდაციების საფუძველზე, 2 084 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში 15 სექტემბერს განახლდება.

ამსაკითხებზე დღეს მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ისაუბრეს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება ყველასთვის – მოსწავლეების გარდა, ხოლო სავალდებულო რეკომენდაციაა ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა.

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციები ითვალისწინებს შემდეგ საკითხებს:

1. მოსწავლეებს შორის 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა;
2. შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის პირბადის სავალდებულო ტარება, გარდა მოსწავლისა;
3. შენობაში ნებისმიერი პირის დეზობარიერის გავლით, თერმოსკრინინგისა და ხელის დეზინფიცირების შემდეგ შესვლა;
4. პირბადეების რეზერვის სკოლებში არსებობა;
5. სველი წერტილების სანიტარული დამუშავება ყოველი დასვენების შემდეგ;
6. ცვლებს შორის ნახევარსაათიანი შესვენება, საკლასო ოთახებისა და სკოლის საერთო სარგებლობის ფართების სანიტარული დასუფთავება და განიავება;
7. სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე მოსწავლეებისთვის დროებითი საიზოლაციო ოთახის გამოყოფა;
8. ოთახების განიავება გაკვეთილებს შორის დასვენებებზე;
9. ხშირად შესახები ზედაპირების სანიტარული დამუშავება;
10. სკოლის საერთო სარგებლობის სივრცეებში (მათ შორის, დერეფანი, კიბის უჯრედი, სამასწავლებლო და ა.შ.) ყოფნისა და გადაადგილებისას ყველა პირს (გარდა მოსწავლეებისა) უნდა ეკეთოს პირბადე, მათ შორის დასვენებების პერიოდში და სხვა.

ზემოაღნიშნულ რეგულაციებზე დაყრდნობითსაქართველოს განათლებისმეცნიერებისკულტურისა და სპორტის სამინისტრომთითოეული სკოლის სპეციფიკისა და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებითშეიმუშავა რეკომენდაციებირომლებიც ყველა სკოლას საშუალებას მისცემსინდივიდუალური შესაძლებლობებისმოსწავლეთა რაოდენობისა და სასკოლო ფართს შორის თანაფარდობის გათვალისწინებითდაგეგმოს სასწავლო პროცესისკოლებს სასწავლო პროცესის დაგეგმვის დროსშესაძლებლობა ექნებათ:

თავად განსაზღვრონ გაკვეთილის ხანგრძლივობა (მინ. 30-წუთიანი გაკვეთილები);
განსაზღვრონ საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო საფეხურების/კლასების მიხედვით (08:30 სთ; 08:45 სთ; 09:00 სთ);
განსაზღვრონ და მოქნილად დააორგანიზონ ცვლები;
საჭიროების შემთხვევაში ერთცვლიანი სკოლები გადავიდნენ რამდენიმეცვლიან მოდელზე და სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა იარონ ცვლების მიხედვით;
სკოლებმა მოსწავლეების უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით შეუძლია დანერგონ შერეული (ე.წ. ჰიბრიდული მოდელი, რაც გულისხმობს სწავლას როგორც საკლასო ოთახებში, ასევე დისტანციურად) სწავლების საკუთარი მოდელი;
სასწავლო პროცესის დაგეგმვისას, სკოლის ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე და სკოლების განტვირთვის მიზნით, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია სასწავლო დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე;

განათლებისმეცნიერებისკულტურისა და სპორტის სამინისტრომ გაკვეთილების ჩატარება I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო სივრცეში სავალდებულოდ განსაზღვრა.

სკოლის ადმინისტრაციის მიერ, საჭიროების შემთხვევაში, შერეული მოდელის დანერგვისას, V-VI კლასებში დისტანციური სწავლება შესაძლებელი იქნება კვირაში მაქსიმუმ 1 დღე, VII – XI კლასებში მაქსიმუმ 2 დღე, ხოლო XII კლასში – მაქსიმუმ 3 დღე. შერეული სწავლების მოდელი შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრთან.

“აღსანიშნავია, რომ ახალი სასწავლო წლის დაგეგმვის პროცესში ჩართულნი იყვნენ, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე კერძო, თუ საჯარო სკოლების ადმინისტრაციების წარმომადგენლები.

“მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდაციების შემუშავებისას გაზიარებულია სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა, რაც გულისხმობს როგორც თითოეული მოსწავლის ჯანმრთელობაზე ზრუნვას, ასევე აკადემიური სტანდარტის დაცვას.

“დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს განახლდება. სამინისტროს მიზანია დაცული იყოს თითოეული მოსწავლის ჯანმრთელობის უსაფრთხოება და სრულყოფილი სასწავლო გარემო.

განათლების სამინისტრო აგრძელებს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრთან თანამშრომლობას და ზედმიწევნით შეასრულებს ყველა რეკომენდაციას, რაც განპირობებული იქნება იმ დროისთვის არსებული ეპიდ-ვითარებით”, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები