ბოლნისის მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში, არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის პროექტის „სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების პიროვნული განვითარებისა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა“, დასკვნითი შეხვედრა გაიმართა.
აღნიშნული პროექტი 6 თვის მანძილზე სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებით ხორციელდებოდა, რომელშიც 200-ზე მეტი ახალგაზრდა იყო ჩართული.
პროექტი ახალგაზრდობის სააგენტოს მიერაა დაფინანსებულია, რომლის მიზანია ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდობისთვის ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდით სათემო ცენტრების განვითარების ხელშეწყობა, ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლების უზრუნველყოფა, ახალგაზრდობაში ანალიტიკური დამოუკიდებლად სწავლის, შემოქმედებითობის, კრიტიკული აზროვნებისა და გარემოს დაცვითი კომპენტენციების განვითარება.
პროექტის დასკვნით ღონისძიებებს საქართველოს პარლამენტის წევრი გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
შეხვედრის ბოლოს პროექტში ჩართული ყველა მონაწილე მადლობის სიგელით დაჯილდოვდა.